Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნარმანია აცხადებს, რომ ვადაზე ადრე გადადგომას არ აპირებს


თბილისის საკრებულოში სხდომა თბილისის მერის შემაჯამებელი გამოსვლით დასრულდა. დავით ნარმანიამ შემაჯამებელ გამოსვლაში ყურადღება იმ პროექტებზე გაამახვილა, რომელიც მისი მმართველობის პერიოდში განხორციელდა და ოპონენტებს მიკერძოებულობაში დადო ბრალი. „ძალიან კარგად ხედავთ, რა კეთდება, მაგრამ წინასაარჩევნო პერიოდია და ხელისუფლების დისკრედიტაციის ხარჯზე გსურთ მოიპოვოთ ქულები. საიდან იანგარიშეთ, რომ მმართველობის 11 თვე დამრჩა. უფრო მეტი მაქვს დარჩენილი და ვფიქრობ, ბოლომდე განვახორციელო ის დაპირებები, რასაც მოსახლეობას დავპირდით", - განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერის თქმით, უახლოეს პერიოდში აპირებს ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის რეორგანიზაციას და საკანონმდებლო ნორმების გამკაცრებას. ნარმანია დარწმუნებულია, რომ გაზრდილი ბიუჯეტით მომავალი წლიდან ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური უფრო ეფექტურად იმუშავებს.

XS
SM
MD
LG