Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი მზადაა "ოპეკთან" ითანამშრომლოს ფასების სფეროში


ირანის ნავთობის მინისტრმა, ბიჟან ზანგანემ განაცხადა, რომ თეირანი მზადაა ფასების სფეროში "ოპეკთან" ითანამშრომლოს, მაგრამ არ აპირებს მსხვერპლის გაღებას. ირანი, როგორც მინისტრმა განმარტა, არ დაიხევს უკან თავისი მიზნის შესრულებისგან, მიაღწიოს ნავთობის წარმოების იმ დონეს, რომელიც სანქციების დაწესებამდე ჰქონდა. ზანგანეს თქმით, ირანს არ აკისრია ბაზრის სტაბილურობისთვის ხელის შემშლელის როლი. როცა ბაზარი არასტაბილურ გახდა, ირანის ნავთობის ექსპორტი მილიონ ბარელზე ნაკლები იყო დღეში, განაცხადა მან, ჩვენ მოველით, რომ ვინც ბაზრის არასტაბილურობას შეუწყო ხელი, პასუხიმგებლობა მან უნდა იკისროს.

XS
SM
MD
LG