Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვმა რუსეთსა და თურქეთს შორის ჩარტერული რეისების აკრძალვა გააუქმა


რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დმიტრი მედვედევმა კვირას ხელი მოაწერა დადგენილებას რუსეთსა და თურქეთს შორის ჩარტერული რეისების აკრძალვის გაუქმების შესახებ. ორ ქვეყანას შორის ჩარტერული რეისები აკირძალა 2015 წელს თურქეთის მიერ სირიის საზღვართან რუსეთის ავიაგამანადგურებლის ჩამოგდების და მფრინავის დაღუპვის გამო. ივნისში თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოანმა მოუბოდიშა დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს. მას შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განკარგულება გასცა აღედგინათ თურქეთში საგზურების გაყიდვა და გაეუქმებინათ ჩარტერული რეისების აკრძალვა.

XS
SM
MD
LG