Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკეთის ლიდერი ტვინში სისხლის ჩაქცევით საავადმყოფოშია მოთავსებული


სოციალურ მედიაში გავრცელებული ცნობით, უზბეკეთის პრეზიდენტი ისლამ ქარიმოვი, სავარაუდოდ, ტვინში სისხლის ჩაქცევის დიაგნოზით ტაშკენტის საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც უზბეკეთის ლიდერს ინტენსიური მკურნალობა უტარდება. 29 აგვისტოს ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტით, პრეზიდენტის ქალიშვილმა ლოლა ქარიმოვა-ტილიაევამ მამის მდგომარეობას „სტაბილური“ უწოდა. 28 აგვისტოს უზბეკეთის მინისტრთა კაბინეტმა გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად 78 წლის ისლამ ქარიმოვი საავადმყოფოში იმყოფება და საჭიროებს სათანადო სამედიცინო შემოწმებასა და მკურნალობას. თუმცა, ცნობაში არ არის მითითებული, თუ რას უჩივის პრეზიდენტ ქარიმოვს, რომელიც 25 წლის განმავლობაში იმყოფება რესპუბლიკის სათავეში.

XS
SM
MD
LG