Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კვირიკაშვილი ბაქოში შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბაქოში შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. ალიევმა „წარმატებული“ უწოდა ერთობლივ პროექტებს, რომლებიც ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში ხორციელდება. თავის მხრივ, კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ყველანაირად ხელს უწყობს კეთილმეზობლური ურთიერთობების განმტკიცებას. მან „სტრატეგიული ხასიათის“ უწოდა ამ ურთიერთობას და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს აკავშირებს „მეგობრობა, რეგიონალური, გლობალური პროექტები“, რომლებიც მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის ხალხების კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. ბაქოში ვიზიტისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა აზერბაიჯანელ კოლეგასაც, არტურ რასიზადეს. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა, ერთობლივი პროექტები და რეგიონში არსებული ვითარება.

XS
SM
MD
LG