Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკეთში პრეზიდენტის გარეშე შეუდგნენ დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავის აღნიშვნას


უზბეკეთში პრეზიდენტ ისლამ ქარიმოვის გარეშე შეუდგნენ საბჭოთა კავშირისაგან დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავის აღნიშვნას. საზეიმო ღონისძიებებს პრემიერ-მინისტრი შავქათ მირზიაევი უძღვება. ამასთან, შეიზღუდა 1 სექტემბრისათვის დანიშნული ღონისძიებების მასშტაბი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით. მთავრობამ 28 აგვისტოს გამოაცხადა პრეზიდენტ ქარიმოვის საავადმყოფოში მოთავსების შესახებ. მას შემდეგ ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობების ვრცელდება ქარიმოვის მდგომარეობაზე. ზოგი დაუდასტურებელი ცნობით, ის უკვე გარდაიცვალა. თუმცა ქარიმოვის უმცროსი ქალიშვილის მიერ სოციალურ მედიაში 31 აგვისტოს გავრცელებული განცხადება მიანიშნებს, რომ უზბეკი ლიდერი ჯერ კიდევ ცოცხალია. ლოლა ქარიმოვა-ტილაევა "ინსტრაგრამზე" წერს, რომ მადლობას უხდის საზოგადოებას მხარდაჭერის გამოხატვისთვის და პრეზიდენტის მალე გამოჯანმრთელების სურვილისათვის. 78 წლის ქარიმოვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ჯერ არ გავრცელებულა ოფიციალური ინფორმაცია მას შემდეგ, რაც მთავრობამ 28 აგვისტოს გამოაცხადა, რომ პრეზიდენტი საავადმყოფოში მოათავსეს. ამ განცხადებაში მიზეზი არ დაუკონკრეტებიათ.

XS
SM
MD
LG