Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერგნეთის შეხვედრაზე "სტაბილური" უწოდეს ცხინვალის რეგიონის ე.წ. საზღვართან არსებულ ვითარებას


ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში გაიმართა მორიგი, რიგით 69-ე შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში. შეხვედრების ერთ-ერთი ორგანიზატორის, ეუთოს მიერ გავრცელებული განცხადებით, მხარეებმა იმსჯელეს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ არსებულ ვითარებაზე და მას "სტაბილური" უწოდეს, თუმცა აღნიშნეს, რომ არსებობს „გამოწვევები“. ეუთოს ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ საუბარი შეეხო ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. საზღვართან ადამიანების დაკავების შემთხვევებს, აგრეთვე მოსავლის აღებასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ერგნეთის შემდეგი შეხვედრა 28 სექტემბერს გაიმართება.

XS
SM
MD
LG