Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ დააკავა ქალები, ვინც პუტინს ბესლანის ტრაგედიაში ადანაშაულებდნენ


პოლიციამ ჩრდილოეთ ოსეთში დააკავა ქალთა ჯგუფი, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ადანაშაულებენ ბესლანის სკოლაში მომხდარ მასობრივ ხოცვა-ჟლეტვაში. დაკავებულთა შორის არის ორი ჟურნალისტი, რომლებიც ხანმოკლე საპროტესტო აქციას ვიდეოკამერაზე იღებდნენ. საპროტესტო აქცია 1 სექტემბერს იმ სკოლასთან გაიმართა, სადაც 12 წლის წინ 2004 წლის 1 სექტემბერს, ტერორისტების თავდასხმისა და მძევლების გათავისუფლების სპეცოპერაციას - 334 კაცი, მათ შორის 186 ბავშვი შეეწირა. ბესლანის სკოლის მოსწავლეთა დედებმა, ხუთმა ქალმა, წელს ზემოთ გაიხადეს და გამოაჩინეს პუტინის დამადანაშაულებელი წარწერებიანი მაისურები. პოლიციამ ისინი დააკავა არასანქცირებულ მიტინგში მონაწილეობის გამო. დაკავებულა შორის არიან „ნოვაია გაზეტასა“ და ონლაინ გამოცემა „ტაკიე დელას“ კორესპონდენტები, იელენა კოსტიუჩენკო და დიანა ხაჩატრიანი.

XS
SM
MD
LG