Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთის პარლამენტმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება მიიღო


რუმინეთის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტმა საქართველოსთვის ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით კიდევ ერთი მხარდამჭერი განცხადება მიიღო. როგორც ”ინტერპრესნიუსი” საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, ამის შესახებ რუმინეთის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯომარემ ანა ბირჩალიმ ლევან ბერძენიშვილს თავად შეატყობინა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დამკვიდრება შეუქცევადს გახდის საქართველოს ევროინტეგრაციულ კურსს, ხელს შეუწყობს ხალხთა თავისუფალ გადაადგილებას და საქართველოსა და ევროკავშირის პარტნიორობის მთავარ სარგებელს გამოკვეთს.

XS
SM
MD
LG