Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანქტ-პეტერბურგში გაიხსნა მწერალ სერგეი დოვლატოვის ძეგლი


სანქტ-პეტერბურგში გაიხსნა მწერალ სერგეი დოვლატოვის ძეგლი. მონუმენტი, რომლის ავტორიც მოქანდაკე ვიაჩესლავ ბუხაევია, აღიმართა რუბინშტეინის ქუჩაზე, იმ სახლის მახლობლად, სადაც აშშ-ში ემიგრაციამდე ცხოვრობდა მწერალი. ძეგლის გახსნის ცერემონიას დაესწრნენ მწერლის ქალიშვილი და ადგილობრივი მცხოვრებნი. 3 სექტემბერს დოვლატოვს 75 წელი შეუსრულდებოდა. მწერალმა საბჭოთა კავშირი დატოვა 1978 წელს ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის გამო. ემიგრაციაში ყოფნის დროს დოვლატოვმა გამოსცა 12 წიგნი. ასევე მას საავტორო გადაცემა მიჰყავდა რადიო თავისუფლებაში. დოვლატოვი ნიუ-იორკში გარდაიცვალა 1990 წლის 24 აგვისტოს.

XS
SM
MD
LG