Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთში მუშაობა დაიწყო "დიდი ოცეულის" ეკონომიკურმა სამიტმა


ჩინეთის ქალაქ ხანჩჟოუში კვირას მუშაობა დაიწყო "დიდი ოცეულის" სამიტმა, რომლის მთავარ საკითხს წარმოადგენს მსოფლიოს ეკონომიკური განვითარების გზების ძიება. ჩინეთი თავისი ისტორიის განმავლობაში პირველად მასპინძლობს ამ დონის სამიტს. "დიდი ოცეულის" ლიდერთა შეხვედრა 5 სექტემბრამდე გასტანს. ამ ფორუმის ჩატარების აუცილებლობა გამოიწვია 2008 წლის ფინანსურმა კრიზისმა. სამიტზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანალიტიკოსები წარმოადგენენ მოხსენებას მსოფლიოს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებზე.

XS
SM
MD
LG