Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპმა წმინდანად შერაცხა დედა ტერეზა


რომის პაპმა ფრანცისკემ წმინდანად შერაცხა კათოლიკე მონაზონი ქალი დედა ტერეზა. კანონიზაციის ცერემონია გაიმართა ვატიკანში, სადაც თავი მოიყარა ათეულ ათასობით მორწმუნემ. წმინდანთა კოჰორტაში ჩარიცხვისათვის კათოლიკური ეკლესია ითხოვდა ექსპერტებისაგან ისეთი სასწაულმოქმედი განკურნების დადასტურებას, რაც დედა ტერაზას სახელს უკავშირდებოდა. გასულ წელს ვატიკანმა დაადასტურა, რომ ბრაზილიაში მცხოვრებმა ადამიანმა, რომელიც ონკოლოგიური დაავადებისაგან განიკურნა, ავადმყოფობას სძლია დედა ტერეზას „ზეციური ქომაგობის“ წყალობით. დედა ტერეზა, ნობელის პრემიის ლაურეატი იყო. მან მთელი თავისი სიცოცხლე მისიონერულ მოღვაწეობას მიუძღვნა.

XS
SM
MD
LG