Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილდირიმი: თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ტერორისტების განდევნა შეძლეს


თურქეთის პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმის ცნობით, თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიასთან არსებული სასაზღვრო ტერიტორიიდან ტერორისტების განდევნა შეძლეს: „დღეს სირიასთან ჩვენი 91-კილომეტრიანი საზღვარი, ააზაზადან ჯარაბლუსამდე - ტერორისტებისგან გათავისუფლებულია“ - განაცხადა ილდირიმმა. თურქეთის მთავრობის მეთაურის განმარტებით, საზღვარზე კონტროლის აღდგენა ნიშნავს, რომ ტერორისტები თურქეთის საზღვარზე გამავალი გზებით იარაღს ვეღარ მიიღებენ. ანკარა ტერორისტებად არა მხოლოდ ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“, არამედ ქურთების შეიარაღებულ ძალებსაც მოიხსენიებს. ლონდონში მდებარე ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, გუშინ სირიის თავისუფალმა არმიამ, თურქეთის სატანკო ქვედანაყოფების დახმარებით, სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ათამდე სოფელზე კონტროლის აღდგენა შეძლო. სირიის ჩრდილოეთით საომარი მოქმედებები, რომლებიც ტერორისტების გავლენის შესუსტებას ემსახურება, სპეცოპერაცია „ევფრატის ფარის“ ფარგლებში მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG