Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში პატიმრობა მიუსაჯეს ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ ოთხ ყირიმელ თათარს


რუსეთში სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ ოთხ ყირიმელ თათარს. დონის როსტოვში განთავსებულმა სამხედრო სასამართლომ ისლამისტურ ჯგუფ „ჰიზბ-უტ-ტაჰრირის“ წევრობაში დამნაშავედ ცნო ოთხი პირი და მათ 5-დან 7 წლამდე პატიმრობა შეუფარდა. ოთხივე ყირიმელი თათარი თავს უდანაშაულოდ ცნობს და პოლიტიკურად მოტივირებულ სამართლებრივ დევნაზე საუბრობს. ოთხივე პირი ყირიმში დააკავეს წელს იანვრიდან აპრილამდე პერიოდში. სასამართლო პროცესი ივნისში დაიწყო. უფლებადამცველები და დასავლეთის ქვეყნები მკაცრად აკრიტიკებენ მოსკოვს ყირიმის მკვიდრი თათრების დევნისათვის მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2014 წლის მარტში ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსია მოახდინა.

XS
SM
MD
LG