Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დღეს საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას გამართავს


„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დღეს საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას გამართავს. პრეზენტაცია 21:00 საათზე, „ექსპო-ჯორჯიაშია“ დაგეგმილი. როგორც „ინტერპრესნიუსი“ პარტიის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, საარჩევნო პროგრამის წარდგენას პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი, ასევე სხვა ლიდერები და საზოგადოებისთვის ცნობილი პირები დაესწრებიან. დღესვე გახდება ცნობილი პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაც, ვინაიდან, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ძალების მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის საარჩევნო სიის წარდგენის ვადა სწორედ დღეს იწურება.

XS
SM
MD
LG