Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკეთში პრემიერ-მინისტრი დანიშნეს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად


რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, უზბეკეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრი შავქატ მირზიაევი დანიშნა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად პრეზიდენტ ისლამ ქარიმოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. „ინტერფაქსისა“ და „რია ნოვოსტის“ ცნობით, უზბეკეთის პარლამენტის ორივე პალატამ მიიღო ეს გადაწყვეტილება 8 სექტემბერს გამართულ გაერთიანებულ სხდომაზე. უზბეკეთის სახელმწიფო ტელევიზიამ 2 სექტემბერს გამოაცხადა ქარიმოვის გარდაცვალების შესახებ, რითაც ბოლო მოეღო რამდენიმედღიან მითქმა-მოთქმას მის მდგომარეობაზე. ის 3 სექტემბერს დაკრძალეს მშობლიურ სამარყანდში. ქარიმოვი 27 წელი მართავდა უზბეკეთს და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ავტოკრატული რეჟიმის ლიდერად ითვლებოდა.

XS
SM
MD
LG