Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში ჩატარდა ტერორისტული აქტების მზადებაში ეჭვმიტანილთა დაკავების ოპერაცია


საფრანგეთში ჩატარდა ტერორისტული აქტების მზადებაში ეჭვმიტანილთა დაკავების ოპერაცია, რომლის მსვლელობაშიც დაიჭრა ერთი პოლიციელი. მიღებული ცნობების თანახმად, დაკავების ოპერაცია პარიზის მახლობლად, ქალაქ ბუასი-სენტ-ანტუანში მოეწყო. ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ქალი სამართალდამცველს დანით დაესხა თავს. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ბერნარ კაზნევის ცნობით, დაკავებულები, სავარაუდოდ, ექსტრემისტთა გავლენის ქვეშ იყვნენ. ანტიტერორისტული ოპერაცია საფრანგეთში მას შემდეგ ჩატარდა, რაც გუშინ სამართალდამცველებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძართან მდგომ ავტომანქანაში აღმოაჩინეს გაზის ბალონები და არაბულ ენაზე დაწერილი დოკუმენტები.

XS
SM
MD
LG