Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ანექსირებულ ყირიმში ფართომასშტაბიან სამხედრო სწავლებას ატარებს


რუსეთმა ფრთოსანი რაკეტები, რეაქტიული სარაკეტო დანადგარები და საზენიტო-სარაკეტო სისტემა განალაგა ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე, სადაც ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლების დასკვნითი ეტაპი ტარდება. 9 სექტემბერს ჟურნალისტებს მიეცათ შესაძლებლობა პოლიგონზე თვალი ედევნებინათ ამ მანევრების ერთი ეპიზოდისათვის. სამხედრო სწავლებამ „კავკასია 2016“ კვირის დასაწყისში აიღო სტარტი და იგი მოიცავს სამხრეთ რუსეთის სამხედრო ოლქების ტერიტორიას და ყირიმის ნახევარკუნძულს. სწავლებაში მთლიანობაში 120 ათასი ჯარისკაცი მონაწილეობს.

XS
SM
MD
LG