Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთი უარყოფს დნესტრისპირეთის ლიდერთა დადგენილებას რუსეთთან მიერთებაზე


მოლდავეთის ხელისუფლება უარყოფს დნესტრისპირეთის სეპარატისტული ხელისუფლების დადგენილებას, რომელიც 10 წლის წინანდელი რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის რუსეთთან მიერთებას უჭერს მხარს. 7 სექტემბერს თავის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ დადგენილებაში, დნესტრისპირეთის ლიდერი ევგენი მარჩუკი აცხადებს, რომ დადგა დრო ძალაში შევიდეს შედეგები 2006 წლის რეფერენდუმისა, რომელშიც ანკლავის ამომრჩეველთა 97%-მა დაუჭირა მხარი რუსეთთან შეერთებას. მოლდავეთის მთავრობის რეინტეგრაციის ბიურომ 9 სექტემბერს გაავრცელა ცნობა, რომელშიც ნათქვამია, რომ 10 წლის წინ სეპარატისტული დნესტრისპირეთის ტერიტორიაზე ჩატარებული რეფერენდუმი იყო უკანონო და არაკონსტიტუციური. კრემლს სეპარატისტთა დადგენილებაზე კომენტარი არ გაუკეთებია. დნესტრისპირეთის რეგიონზე, რომელიც მოლდავეთის აღმოსავლეთით მდებარეობს, კიშინიოვმა 1992 წლის შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ დაკარგა კონტროლი.

XS
SM
MD
LG