Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში სისხლიან აფეთქებებს ათი ადამიანი ემსხვერპლა


ერაყის დედაქალაქში ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრთან აფეთქებებს, რომლებიც თვითმკვლელებმა განახორციელეს, ათი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ათეულობით პირი. პირველი აფეთქება მოხდა ნახილის სავაჭრო ცენტრის შესასვლელთან, პალესტინის ქუჩაზე, შუაღამისას. მეორე აფეთქების სამიზნე იყო ავტოსადგომი. პასუხიმგებლობა მომხდარისთვის ექსტრემისტულმა „ისლამურმა სახელმწიფომ" იკისრა. ნახილის სავაჭრო ცენტრი ღია რჩებოდა მთელი ღამით, მაჰმადიანთა დღესასწაულის, ეიდ ალ-ადჰას მოლოდინში. სავაჭრო ცენტრში განთავსებულია ბაღდადის პოპულარული კინოთეატრიც.

XS
SM
MD
LG