Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაჰმადიანები მთელი მსოფლიოდან საუდის არაბეთში, ყოველწლიურ პილიგრიმობაზე - ჰაჯზე ჩადიან.


საუდის არაბეთი 1,5 მილიონამდე ლოცველს ელოდება. პილიგრიმები, ყველა ერთნაირ სამოსში გამოწყობილები, მოძრაობას იწყენებენ ქალაქ მექადან მინასკენ, ხუთ კილომეტრში, რითიც მიჰყვებიან მაჰმადიანთა წინასწარმეტყველის, მოჰამედის ნაკვალევს. 11 სექტემბერს, მზის ამოსვლისას ისინი დაადგებიან გზას არაფატის მთისკენ, სადაც შეკრება ჰაჯის დაწყებას ნიშნავს. საუდის არაბეთის მთავრობამ გააძლიერა უსაფრთხოების ზომები, რათა თავიდან აიცილოს შარშანდელი ჭყლეტა, რასაც ასობით ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. სხვათა შორის, თითოეულ მლოცველს ეძლევა ციფრული სამაჯური, რომლითაც ისინი დაკავშირებული არიან გლობალური ადგილმდებარეობის განმსაზღვრელ სისტემასთან. წელს ათასობით ირანელი არ ჩადის ჰაჯზე ორ ქვეყანას შორს განხეთქილების გამო. ჰაჯი ისლამის მეხუთე პილასტრია. ფსიქოლოგიურად და ფინანსურად მომზადებული მუსლიმანისთვის მორალური ვალდებულებაა ერთხელ მაინც მოინახულოს ეს ადგილი სიცოცხლის განმავლობაში

XS
SM
MD
LG