თბილიში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრჟან-ივ ლე დრიანთან. შეხვედრა 11 სექტემბრის ტრაგიკული თარიღის გახსენებით დაიწყო. მხარეებმა ისაუბრეს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობაზე, საერთაშორისო უსაფრთხოების თემებზე დაქართული სამხედრო კონტინგენტის წვლილზე ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ სამშვიდობო ოპერაციაში.
შეხვედრაზე განიხილეს ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების ძირითადი საკითხები. საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებს და სამხედრო განათლების სექტორში გაცვლითი პროგრამების მნიშვნელობას. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს საქართველოშივიზიტისთვის და იმედი გამოთქვა, რომ იგი ხელს შეუწყობს საქართველოსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას.