Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხორვატიის საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატორებმა გაიმარჯვეს


ხორვატიაში კონსერვატორებმა გაიმარჯვეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში, თუმცა რთული ამოცანა ელოდებათ ახალი კოალიციური მთავრობის შექმნის სახით. არჩევნების საბოლოო შედეგებით, კონსერვატიულ "ხორვატიის დემოკრატიულ კავშირს“ ერგო 61 სულ 151 საპარლამენტო მანდატიდან. მის მთავარ მეტოქეს, სოციალ-დემოკრატიულ პარტიას 54 მანდატი აქვს. რეფორმისტების პარტია „მოსტმა“ 12 მანდატი მოიპოვა, რაც მნიშვნელოვანს ხდის მის როლს მმართველი კოალიციის შექმნის დროს. ვადამდელი არჩევნები ხორვატიაში 11 სექტემბერს ჩატარდა - მას შემდეგ, რაც მემარჯვენე ძალების კოალიციური მთავრობა დაიშალა მასში შემავალ პოლიტიკური ძალებს შორის დავის შედეგად. პოლიტიკური დაპირისპირების გამო ყოვნდება ხორვატიისათვის აუცილებელი რეფორმები.

XS
SM
MD
LG