Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკომ საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმა ბლოკს ”თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლოსთვის” და ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას


საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმა საარჩევნო ბლოკს, ”თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლოსთვის” და ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას. კომისიის ოფიციალურ ვებსაიტზე 11 სექტემბერს გამოქვეყნებულ განკარგულებებში მიზეზად დასახელებულია ის, რომ პოლიტიკურმა სუბიექტებმა კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინეს 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატების პარტიული სიები. საარჩევნო ბლოკს, ”თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლოსთვის” და ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას შეუძლიათ მათთვის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება ორი დღის ვადაში გაასაჩივრონ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.

XS
SM
MD
LG