Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის ახალ პრემიერ-მინისტრად "გაზპრომის" ხელმძღვანელობის ყოფილი წევრი დაინიშნა


სომხეთის ახალ პრემიერ-მინისტრად დაინიშნა კარენ კარაპეტიანი, ერევნის ყოფილი მერი და რუსეთის ენერგოკომპანია „გაზპრომის“ ხელმძღვანელობის ყოფილი წევრი. "გაზპრომი" მთლიანად აკონტროლებს გაზით და ელექტროენერგიით სომხეთის მომარაგებას და ფლობს ენერგოგამანაწილებელ ქსელს. სომხეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, პრეზიდენტმა სერჟ სარქსიანმა ხელი მოაწერა ბრძანებას კარაპეტიანის პრემიერად დანიშნვის თაობაზე. 53 წლის კარენ კარაპეტიანი ერევნის მერი იყო 2010-2011 წლებში. მერის პოსტის დატოვების შემდეგ ის მოსკოვში წავიდა, სადაც „გაზპრომბანკის,“ პრეზიდენტის პირველ მოადგილედ დანიშნეს. მოგვიანებით ის გახდა გაზპრომის განყოფილება „მეჟრეგიონგაზის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე. 2015-ში კარაპეტიანი დაინიშნა "გაზპრომის" შვილობილ კომპანია "გაზპრომ ენერგოჰოლდინგის" გენერალური დირექტორის მოადგილედ. კარაპეტიანის წინამორბედი სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე, ჰოვიკ აბრაჰამიანი, 8 სექტემბერს გადადგა და მიზეზად დაასახელა მთავრობის უუნარობა, თავი გაერთვა სომხეთის წინაშე არსებული გამოწვევებისათვის.

XS
SM
MD
LG