Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს მინისტრი: არსებობს ინფორმაცია, რომ ზოგიერთი პარტია აპირებს გარკვეულ პროვოკაციებს


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, არსებობს ინფორმაცია, რომ ზოგიერთი პარტია აპირებს გარკვეულ პროვოკაციებს საპარლამენტო არჩევნების პერიოდში და მის შემდგომ. მღებრიშვილმა დეტალებზე არ ისაუბრა და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ შსს ამ მიმართულებით მობილიზებულია. "სამინისტროს გააჩნია ყველა ძალა და რესურსი, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია არ მოხდეს" - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი მღებრიშვილმა.

XS
SM
MD
LG