Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთ უკრაინაში სამი ჯარისკაცი მოკლეს


უკრაინის განცხადებით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში სამი ჯარისკაცი დაიღუპა და 15 დაიჭრა აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მხარდამჭერ სეპარატისტებთან ბრძოლისას. შეტაკებები მოხდა მიუხედავად იმისა, რომ დაპირისპირებული მხარეები გასულ თვეში შეთანხმდნენ ზავზე, რომელიც 1 სექტემბერს ამოქმედდა, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით. უკრაინის სამხედრო პრესმდივნის, ალექსანდრ მოტუზიანიკის ინფორმაციით, სამი ჯარისკაცი ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში დაიღუპა. აღმოსავლეთ უკრაინაში მთავრობის ჯარებსა და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს შორის ბრძოლამ 2014 წლის აპრილის შემდეგ 9500-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.

XS
SM
MD
LG