Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გავრცელდა ნიკა გვარამიას და პაატა ბურჭულაის ფარული ჩანაწერი


ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ჩანაწერი, რომელიც სავარაუდოდ, ასახავს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და მოძრაობის „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის, პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბარს. ჩანაწერის მიხედვით, გვარამია ბურჭულაძეს საყვედურობს მისი საარჩევნო კოალიციის წევრის, ახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ წარმომადგენელთა განცხადებების გამო, რომელიც „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობის შესაძლებლობას შეეხება და აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაში, მათი დამოკიდებულება შეიცვლება. „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ პაატა ბურჭულაძესთან საუბრის ფაქტი დაადასტურა. ”ღია ხაზზე დავრეკე სპეციალურად. არაფერი მქონდა დასამალი და იმიტომ. სამი დღე არ დაჭირდა სუს-ს. აი, ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ” - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელ ფეისბუქში. თავის მხრივ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩანაწერის მოპოვებასა და გავრცელებასთან რაიმე კავშირი უარყო. მისი განცხადებით, გამოთქმული ბრალდება უსაფუძვლოა.

XS
SM
MD
LG