Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქმენეთის ლიდერმა ხელი მოაწერა საკონსტიტუციო ცვლილებებს მმართველობის გასახანგრძლივებლად


თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუხამედოვმა ხელი მოაწერა საკონსტიტუციო ცვლილებას, სავარაუდოდ, სიცოცხლის ბოლომდე ხელისუფლების სათავეში დასარჩენად. ცვლილება აუქმებს ასაკობრივ შეზღუდვას საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის წამოსაყენებლად. აქამდე დაუშვებელი იყო 70 წელს გადაცილებული პირის კანდიდატურის წამოყენება. ცვლილებით გახანგრძლივდა პრეზიდენტობის ვადაც - თუ აქამდე ხუთი წელი იყო, ახლა შვიდი იქნება. გაზით მდიდარი თურქმენეთი მსოფლიოში ყველაზე უფრო იზოლირებულ ქვეყნებს მიეკუთვნება. უფლებადამცველების განცხადებით, მმართველი რეჟიმი მკაცრად დევნის ოპონენტებს და არასოდეს ჩაუტარებია არჩევნები, რომლებსაც ეუთოს მეთვალყურეები თავისუფლად ან დემოკრატიულად მიიჩნევდნენ. ბერდიმუხამედოვი 59 წლის არის.

XS
SM
MD
LG