Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის კონფლიქტში დაღუპულთა რიცხვი 9600-ს გადასცდა


გაეროს თანახმად 9600-ს გადასცდა აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, ხოლო რეგიონში ვითარება კვლავ დაძაბული რჩება. გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისმა (OHCHR) 15 სექტემბერს გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმად, 2014 წლის აპრილის შუა რიცხვებიდან მოყოლებული, უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების შედეგად 9640 კაცი დაიღუპა და 22431 დაიჭრა როგორც დაპირისპირებულ მხარეთა პირადი შემადგენლობის, ისე მოსახლეობის მხრიდან. ანგარიშში ცალკეა აღნუსხული მაისიდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე ვითარება კონფლიქტის ზონაში, სადაც, წინა სამ თვესთან შედარებით, 66 %-ით გაიზარდა კონფლიქტის შედეგად დაშავებული და დაღუპული სამოქალაქო პირების რიცხვი. მთლიანობაში, საანგარიშო სამთვიან პერიოდში აღმოსავლეთ უკრაინაში 28 კაცი დაიღუპა, 160 კი - დაიჭრა. „1 სექტემბერს გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, ვითარება აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის ზონაში არასტაბილური რჩება, რასაც ბოლო კვირაში მომხდარი ინციდენტებიც ადასტურებს“, - განაცხადა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ზეიდ რაად ალ ჰუსეინმა.

XS
SM
MD
LG