Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საჯარო სკოლებსა და ბაგა-ბაღებში განახლდა სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი


საქართველოს საჯარო სკოლებსა და ბაგა-ბაღებში განახლდა სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი. საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებმა წელს მიიღეს 53 540 პირველკლასელი. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას ინფორმაციით, სასწავლო პროცესი რამდენიმე დღის დაგვიანებით განახლდება 20 სკოლაში, სადაც სარემონტო სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა. დღეს სასწავლო პროცესი განახლდა სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებშიც. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოსწავლეებს და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება ქუთაისიდან მიულოცა. გიორგი მარგველაშვილი იმყოფებოდა გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში, რომელმაც წელს პირველად მიიღო გოგონებიც. „ამიერიდან ქართული შეიარაღებული ძალების გაძლიერებისა და განმტკიცების საქმეში ქალი და კაცი ერთად იდგება სამშობლოს სადარაჯოზე“ - განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. მან კადეტთა ლიცეუმის გოგონებისთვის პრეზიდენტის სტიპენდია დააწესა.

XS
SM
MD
LG