Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში დააკავეს ნიუ-იორკში აფეთქებასთან სავარაუდო კავშირის გამო ძებნილი პირი


შეერთებულ შტატებში დააკავეს 28 წლის მამაკაცი, რომელზეც ძებნა იყო გამოცხადებული ნიუ-იორკში 17 სექტემბერს მოწყობილ აფეთქებასთან კავშირში ეჭვმიტანით. დაკავებული აჰმად ხან რაჰამი შეერთებული შტატების მოქალაქეა, წარმოშობით ავღანელი. აშშ-ის ტელევიზიაში გავრცელებული ინფორმაციით, ის პოლიციამ შეიპყრო ნიუ-ჯერსის შტატში, ქალაქ ლინდენში. 17 სექტემბერს აფეთქებამ, რომელიც თვითნაკეთი ბომბით მოეწყო მანჰეტენში, 29 ადამიანი დაჭრა.

XS
SM
MD
LG