Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში მკვლელობის მცდელობის ბრალდება წაუყენეს მანჰეტენის აფეთქებაში ეჭვმიტანილ პირს


აშშ-ში მკვლელობის მცდელობის ბრალდება წაუყენეს 28 წლის მამაკაცს, რომელიც ეჭვმიტანილია ნიუ-იორკში, მანჰეტენში, 17 სექტემბერს აფეთქების მოწყობაში და რომელიც 19 სექტემბერს დააკავეს პოლიციელებთან ურთიერთსროლის შემდეგ. ნიუ-ჯერსის შტატის პროკურორმა 19 სექტემბრის საღამოს გამოაცხადა ამერიკის მოქალაქის, წარმოშობით ავღანელი აჰმად ხან რაჰმანისათვის ბრალდების წაყენების შესახებ. მანამდე რაჰმანი დაიჭრა, როცა სროლა მოჰყვა მისი მხრიდან დაკავების თავიდან აცილების მცდელობას. ის დააკავეს ნიუ-ჯერსის შტატში, ნიუ-იორკიდან 30-მდე კილომეტრში. სროლის დროს დაიჭრა ორი პოლიციელიც. 17 სექტემბერს კი მანჰეტენში აფეთქების შედეგად დაიჭრა 29 ადამიანი.

XS
SM
MD
LG