Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიაჩესლავ ჩირიკბა აღარ უხელმძღვანელებს სოხუმის ხელისუფლების საგარეო უწყებას


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ განაცხადა, რომ შექმნილ ვითარებაში ვერ ხედავს შესაძლებლობას, განაგრძოს მუშაობა საგარეო უწყების ხელმძღვანელის პოსტზე, და იმედი გამოთქვა, რომ აფხაზეთი არ შეიცვლის საგარეოპოლიტიკურ გეზს. სამშაბათს გაკეთებულ ამ განცხადებას 21 სექტემბერს გამოეხმაურა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესსამსახური, რომლის თქმით, მინისტრთა კაბინეტის დაშლის შემდეგ ჩირიკბა აღარ დანიშნეს საგარეო საქმეთა მინისტრად, რისი უმთავრესი მიზეზი იყო მისი უარი, აფხაზეთის დელეგაციის შემადგენლობაში გამგზავრებულიყო დნესტრისპირეთის რესპუბლიკაში, „დამოუკიდებლობის დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. სოხუმის ხელისუფლების ხელმძღვანელის პრესსამსახურის თანახმად, უარი ჩირიკბამ იმით ახსნა, რომ მოლდავეთის მიერ მისი დეპორტაციის შემთხვევაში მას სირთულეები შეექმნებოდა ევროპის ქვეყნებში მგზავრობისას.

XS
SM
MD
LG