Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ დამნაშავედ ცნო ვალერი გელაშვილის ცემაში ბრალდებული სამი პირი


საქართველოში სასამართლომ ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემასთან დაკავშირებით, დამნაშავედ ცნო სამი ბრალდებული - შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ერეკლე კოდუა და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი უფროსი გია სირაძე. სამივეს პატიმრობა შეუფარდეს: მერაბიშვილს 6 წლით და 9 თვით, კოდუას და სირაძეს კი 9-9 წლით პატიმრობა. 2005 წელს საქართველოს პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის და მისი ცემის საქმეზე, 2014 წელს წაუყენეს ბრალდებები მერაბიშვილს, კოდუას, სირაძეს და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. საქმე ორ ეპიზოდად გაიყო და გელაშვილის ცემის ფაქტზე სააკაშვილის ბრალეულობის საკითხი სასამართლოში ცალკე განიხილება.

XS
SM
MD
LG