Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს გაფორმდება საქართველოსთვის ლევილის მამულის გადაცემის აქტი


დღეს საფრანგეთში გაფორმდება საქართველოსთვის ლევილის მამულის გადაცემის აქტი. დოკუმენტს საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელს მოაწერს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში, გელა დუმბაძე, ხოლო საფრანგეთის მხრიდან საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრთა ოჯახების წარმომადგენლები. დაბა ლევილში აქტის ხელმოწერის შედეგად, საქართველოს გადაეცემა პარიზიდან 37 კილომეტრში მდებარე, 45 000 კვადრატული მეტრი ფართობის ისტორიული მამული. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებით, საქართველოსთვის ლევილის მამულის გადაცემის აქტის ხელმოწერით დასრულდება 25-წლიანი, ისტორიული პროცესი და მამული მის კანონიერ მემკვიდრეს, ქართველ ხალხს დაუბრუნდება. ხელმოწერის ცერემონია თბილისის დროით 17 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

XS
SM
MD
LG