Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ ჟვანიას განცხადებით, ცესკო ხმის დათვლის პროცესის ტრანსლაციას განახორციელებს


საქართველოს ისტორიაში პირველად, არჩევნების დღეს, ცესკოში ხმის დათვლის პროცესის ტრანსლაცია მოხდება - ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ. მისი ინფორმაციით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება ცესკოს ოფიციალური ვებსაიტის და სოციალური ქსელების მეშვეობით, ონლაინრეჟიმით დააკვირდეს ხმის დათვლის პროცედურას, გადაღების 360-გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით. „ეს კეთდება იმისთვის, რომ საზოგადოებამ დაინახოს, როგორ ობიექტურად ითვლის ხმებს ცესკო“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

XS
SM
MD
LG