Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა მკურნალობის გასაგრძელებლად


ყირგიზეთის პრეზიდენტის, ალმაზბეკ ატამბაევის ოფისი აცხადებს, რომ შუა აზიის ქვეყნის ლიდერი მოსკოვში ჩავიდა მკურნალობის გასაგრძელებლად, როგორც ჩანს გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო. განცხადების თანახმად, მას თან ახლავს წამყვანი კარდიოლოგი, რომელიც ყირგიზეთის პრეზიდენტის და მთავრობის წევრების ექიმია. რადიო თავისუფლების ყირგიზული სამსახურის თანახმად, 60 წლის ატამბაევი არ არის ჰოსპიტალიზებული და მას მკურნალობა კლინიკაში უტარდება. პრესსამსახურის თანახმად, მიმდინარე კვირაში ატამბაევმა გულმკერდის არეში ტკივილების გამო გააუქმა ვიზიტი ნიუ-იორკში, სადაც მას მონაწილეობა უნდა მიეღო გაეროს გენერალურ ასამბლეაში. იუწყებიან, რომ ატამბაევი - რომელიც ყირგიზეთს 2011 წლიდან უდგას სათავეში - სამუშაოზე 1 ოქტომბრამდე არ დაბრუნდება.

XS
SM
MD
LG