Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაფორმდა საქართველოსთვის ლევილის მამულის გადაცემის აქტი


საფრანგეთში გაფორმდა საქართველოსთვის ლევილის მამულის გადაცემის აქტი. დოკუმენტს საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელი მოაწერა სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში, გელა დუმბაძემ, ხოლო საფრანგეთის მხრიდან საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრთა ოჯახების წარმომადგენლებმა. დაბა ლევილში აქტის ხელმოწერის შედეგად, საქართველოს გადაეცა პარიზიდან 37 კილომეტრის მოშორებით მდებარე, 45 000 კვადრატული მეტრი ფართობის ისტორიული მამული. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებით, საქართველოსთვის ლევილის მამულის გადაცემის აქტის ხელმოწერით დასრულდა 25-წლიანი, ისტორიული პროცესი და მამული მის კანონიერ მემკვიდრეს, ქართველ ხალხს დაუბრუნდა.

XS
SM
MD
LG