Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო ბაიდენი: უკრაინა დათანხმდა, საგანგებო სტატუსი მიანიჭოს სეპარატისტების კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიებს დონბასში


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინა დათანხმდა, საგანგებო სტატუსი მიანიჭოს პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიებს დონბასში. მანამდე გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოუწოდეს კიევს, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებს საგანგებო სტატუსი მიანიჭოს. საგანგებო სტატუსი ერთ-ერთი პუნქტია მინსკის შეთანხმებებისა, რომლებსაც ხელი მოაწერეს გერმანიის, საფრანგეთის, უკრაინისა და რუსეთის ხელმძღვანელებმა და რომლის მიზანია უკრაინასა და სეპარატისტებს შორის კონფლიქტის მოგვარება.

XS
SM
MD
LG