Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვეიცარიელებმა რეფერენდუმზე მხარი დაუჭირეს სპეცსამსახურებისთვის უფლებამოსილებების გაზრდას


შვეიცარიის მოქალაქეებმა კვირას გამართულ რეფერენდუმზე მხარი დაუჭირეს სპეცსამსახურებისთვის უფლებამოსილებების გაზრდას. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კანონში შეტანილი ცვლილება უსაფრთხოების ძალებს უფლებას მისცემს, მოისმინონ სატელეფონო საუბრები და გააკონტროლონ კომპიუტერები. ინიციატივას ამომრჩეველთა 65%-ზე მეტმა დაუჭირა მხარი. მოწინააღმდეგეთა აზრით, ახალი ზომები უარყოფითად იმოქმედებს ვითარებაზე ადამიანის უფლებების სფეროში.

XS
SM
MD
LG