Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში მიმდინარეობს რეფერენდუმი კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე


აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და მისმა ოჯახმა მონაწილეობა მიიღეს ქვეყანაში მიმდინარე რეფერენდუმში, რომელიც კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას შეეხება. რეფრენდუმისთვის აუცილებელია ამომრჩევლების სულ მცირე 25 პროცენტის მონაწილეობა, თუმცა აზერბაიჯანის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ჯერ კიდევ შუადღეზე გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის მიხედვითაც რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო 30-მა პროცენტმა. კენჭისყრაზე გამოტანილია რამდენიმე საკითხი, მათ შორის პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გაზრდა 5-დან 7 წლამდე, ასევე ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის შემოღება. ოპოზიცია ამ ინიციატივის კატეგორიული წინააღმდეგია, რადგან მიიჩნევს, რომ ალიევი ამ გზით საკუთარი ძალაუფლების გაძლიერებას ცდილობს. ვენეციის კომისიის დასკვნით, თუ აზერბაიჯანი საკონტიტუციო ცვლილებებს მიიღებს, ის ამით დაასუსტებს ქვეყანაში პოლიტიკურ ოპოზიციას.

XS
SM
MD
LG