Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში გაიმართა რეფერენდუმი სადავო საკონსტიტუციო ცვლილებებზე


აზერბაიჯანში გაიმართა რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომლებიც აზრთა სხვაობას იწვევს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო ელექტორატის 63%-მა, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე რეფერენდუმის ჩატარებულად გამოსაცხადებლად აუცილებელი 25%. აზერბაიჯანელ ამომრჩეველს შეეკითხნენ, მხარს უჭერს თუ არა პრეზიდენტობის ვადის 5-დან 7 წლამდე გაგრძელებას და პრეზიდენტისათვის პარლამენტის დათხოვნის და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის უფლების მიცემას. საკონსტიტუციო ცვლილებები ასევე ითვალისწინებს რამდენიმე ვიცე-პრეზიდენტის პოსტების შემოღებას. ოპოზიციამ მასობრივი საპროტესტო აქციები ჩაატარა რეფერენდუმის გამო, რომელსაც მიიჩნევს პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მცდელობად, გააძლიეროს თავისი ოჯახი ნავთობით მდიდარი ქვეყნის მმართველ პოზიციაზე. ვენეციის კომისიამ გასულ კვირაში გამოაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებით გათვალისწინებული ზომები დაასუსტებს პოლიტიკურ ოპოზიციას. აზერბაიჯანელი ოფიციალური პირების ცნობით, რეფერენდუმის შედეგებზე ცნობა 21 სექტემბერს გავრცელდება.

XS
SM
MD
LG