Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში მხარი დაუჭირეს პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდას


აზერბაიჯანში 26 სექტემბერს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად, მონაწილეების 90%-ზე მეტმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტობის ვადის 5-დან 7 წლამდე გაზრდას. ამის შესახებ გამოაცხადა აზერბაიჯანის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმების 72%-ის დათვლის საფუძველზე. 26 სექტემბრის რეფერენდუმი ეხებოდა საკონსტიტუციო ცვლილებებს - სულ 29 ცვლილებას, რომელთა შორისაც ყველაზე მნიშვნელოვნად არის მიჩნეული პრეზიდენტობის ვადის გახანგრძლივება. რეფერენდუმის შედეგად, ამჟამინდელ პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, რომელმაც 2003 წელს საკუთარი მამა შეცვალა პრეზიდენტის პოსტზე, შეუძლია 2020 და არა 2018 წლამდე დარჩეს პრეზიდენტად.

XS
SM
MD
LG