Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავთობი 3%-ით გაიაფდა საუდის არაბეთსა და ირანს შორის უთანხმოების გამო


ნავთობი კვლავ გაიაფდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობები, რომ საუდის არაბეთსა და ირანს შორის უთანხმოებაა ნავთობის წარმოების შეზღუდვაზე, რომელსაც საუდის არაბეთი და რუსეთი მოითხოვენ. ნედლი ნავთობის ფასი 3%-ით დაეცა ლონდონისა და ნიუ-იორკის ბირჟებზე - ლონდონში 27 სექტემბერს ერთი ბარელი 45,97 დოლარი ღირდა. ნავთობის მწარმოებელი ქვეყნების ორგანიზაციის, "ოპეკის" შეხვედრაზე, რომელიც 27 სექტემბერს ალჟირში გაიმართა, ირანმა უარყო საუდის არაბეთის წინადადება, რომ შეამცირებს ნავთობის წარმოებას, თუ თეირანი დათანხმდება, არ გაზარდოს წარმოება, რომელიც ამჟამად დღეში 3,6 მლნ ბარელს შეადგენს. ირანი აცხადებს, რომ არ აპირებს უარი თქვას წარმოების გაზრდაზე იმ დონემდე, რომელზეც აწარმოებდა 2012 წელს სანქციების დაწესებამდე. მაშინ ეს იყო დღეში 4 მლნ ბარელი. რეგიონში ტრადიციულ მეტოქეებს, საუდის არაბეთსა და ირანს შორის უთანხმოების განახლების მიუხედავად, რუსეთი და საუდის არაბეთი იმედს გამოთქვამენ, რომ "ოპეკის" წევრები, მათ შორის ირანი, ბოლოს მაინც შეუერთდებიან შეთანხმებას ნავთობის წარმოების შეზღუდვის შესახებ.

XS
SM
MD
LG