Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ახალი საქართველო" რჩება საარჩევნო ბლოკში „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“


პოლიტიკური მოძრაობა „ახალი საქართველო“ დარჩება საარჩევნო ბლოკში ”პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის”. ამის შესახებ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს პაატა ბურჭულაძემ და „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ. ვაშაძე, მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ ”პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი ძალა, რომელიც იბრძვის მომავალი თვის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისათვის. ბლოკის შემადგენლობაში ასევე რჩებიან ”ახალი მემარჯვენეები”. ხოლო ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა, „გირჩმა“ 27 სექტემბერს დატოვა საარჩევნო ბლოკი. მისი განცხადებით, ბლოკს აქვს სერიოზული პრობლემები, როგორც ადამიანური ურთიერთობებისა და მენეჯმენტის, ისე ფინანსური კუთხით. მოძრაობის "სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში წუხელ განაცხადა, რომ "გირჩს" საარჩევნო ბლოკი თავად დაატოვებინა, რადგან ამ პოლიტიკურ გაერთიანებას ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს. "გირჩის" განცხადებით, ის არ მიიღებს მონაწილეობას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, თუმცა აქტიურად გააგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას.

XS
SM
MD
LG