Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ მეტ ჯარისკაცს გააგზავნის ერაყში, ქალაქ მოსულზე იერიშის დაწყებამდე


ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, პრეზიდენტი ბარაკ ობამა აპირებს, მეტი ჯარისკაცი გააგზავნოს ერაყში, ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოსაგან“ ქალაქ მოსულის გასათავისუფლებელი ოპერაციის დაწყებამდე. ამ შინაარსის ოფიციალური განცხადება 28 სექტემბერს, უფრო მოგვიანებით არის მოსალოდნელი. ოფიციალური პირების განმარტებით, ჯარისკაცების მისია იქნება არა, უშუალოდ, ბრძოლაში მონაწილეობა, არამედ ერაყის ჯარების გაწვრთნა და კონსულტირება. ჯარისკაცების რიცხვი, სავარაუდოდ, რამდენიმე ასეული იქნება. მოსულს, რომელიც ერაყის უდიდესი ქალაქია, უკვე წელიწადზე მეტია აკონტროლებენ ისლამისტი ექსტრემისტები. მოსულის გასათავისუფლებელი ოპერაცია არის ერთ-ერთი ურთულესი გამოცდა არამართო ერაყის მთავრობისათვის, არამედ ამავდროულად აშშ-ის ძალისხმევისათვის, უკან დაახევინოს „ისლამურ სახელმწიფოდ“ წოდებულ გაერთიანებას. პენტაგონის მონაცემებით, ამჟამად ერაყში იმყოფება 4600-მდე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე.

XS
SM
MD
LG