Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ იმუქრება რუსეთთან სირიის საკითხში თანამშრომლობის შეწყვეტით


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი იმუქრება, რომ შეწყდება რუსეთთან სირიის საკითხში თანამშრომლობა, თუ მოსკოვი და მისი სირიელი მოკავშირეები არ შეწყვეტენ ამჟამინდელ ავიაიერიშებს ქალაქ ალეპოს წინააღმდეგ. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, კერიმ ეს ულტიმატუმი წაუყენა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს 28 სექეტემბერს სატელეფონო საუბრის დროს. ჯერ არ გავრცელებულა რუსეთის განცხადება აშშ-ის ულტიმატუმთან დაკავშირებით. რუსეთი და აშშ სხვადასხვა მხარეს ეხმარებიან სირიის სამოქალაქო ომში, მაგრამ ცდილობენ თანამშრომლობას ტერორისტულ ჯგუფებთან დაპირისპირებისას. მიმდინარე თვეში ჩაიშალა ზავი, რომელსაც დაპირისპირებულმა მხარეებმა ვაშინგტონისა და მოსკოვის შუამავლობით მიაღწიეს. ბოლო დღეებში რუსეთისა და სირიის მთავრობის საბრძოლო თვითმფრინავები ბომბავენ ალეპოს, სადაც ასიათასობით სამოქალაქო პირი იმყოფება.

XS
SM
MD
LG