Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოელმა ჯარისკაცებმა მოკლეს ორი პაკისტანელი სამხედრო მოსამსახურე


პაკისტანის ოფიციალურ პირთა განცხადებით, ინდოელმა ჯარისკაცებმა მოკლეს ორი პაკისტანელი სამხედრო მოსამსახურე. ამავე წყაროს თანახმად, ინციდენტი 29 სექტემბერს გამთენიისას, ქაშმირის სასაზღვრო პროვინციაში მოხდა. რამდენიმე სოფელში ექვს საათს გაგრძელდა ორმხრივი სროლა. პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა ნავაზ შარიფმა მკაცრად დაგმო მომხდარი ფაქტი და მას ინდოეთის შეიარაღებული ძალების „აგრესია“ უწოდა. მანვე განაცხადა, რომ პაკისტანის შეიარაღებულ ძალებს შესწევს უნარი, უკუაგდოს ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვისკენ მიმართული ნებისმიერი იერიში. ქაშმირის რეგიონი ადმინისტრაციულად ინდოეთსა და პაკისტანს შორის არის გაყოფილი და პროვინციის ზოგიერთ ტერიტორიაზე პრეტენზიას ორივე ქვეყანა აცხადებს.

XS
SM
MD
LG