Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამას განცხადებით, აშშ-ის კონგრესმა „შეცდომა დაუშვა“ მისი ვეტოს გაბათილებით


აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, ქვეყნის კონგრესმა „შეცდომა დაუშვა“ მისი ვეტოს გაბათილებით და იმ კანონპროექტის მიღებით, რომელიც ვაშინგტონს საშუალებას აძლევს, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით სამართლებრივი ნაბიჯები გადადგას საუდის არაბეთის წინააღმდეგ. 28 სექტემბერს, ტელეკომპანია სი-ენ-ენისთვის მიცემულ ინტერვიუში ობამამ განაცხადა, რომ კანონპროექტი „სახიფათო პრეცედენტს“ შექმნის და წააქეზებს სხვა ქვეყნებს, სამართლებრივი პასუხი მოსთხოვონ შეერთებულ შტატებსა და მის შეიარაღებულ ძალებს ვაშინგტონის მიერ წარმოებული ანტიტერორისტული სამხედრო ოპერაციებისას მიღებული ზარალისთვის. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საუდის არაბეთი დაიმუქრა, რომ კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში ის გაყიდის მთელს თავის ქონებას, რომელსაც აშშ-ში ფლობს. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების 19 უშუალო მონაწილიდან 15 საუდის არაბეთიდან იყო, თუმცა თავად ამ ქვეყანამ, რომელიც აშშ-ის მოკავშირედ ითვლება, კატეგორიულად უარყო ტერაქტებში რაიმე სახით მონაწილეობა. 11 სექტემბრის თავდასხმებს თითქმის სამი ათასი ადამიანი შეეწირა.

XS
SM
MD
LG